თქვენი რეკლამის ადგილი
გართობა

1 ივნისს საბაგიროთი მგზავრობა ბავშვებისთვის უფასო იქნება

sabagiro-argo-8-INFOBATUMI

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბაგირო „არგო“ სტუმრებს უფასო სერვისს სთავაზობს. 1 ივნისს მთელი დღის განმავლობაში საბაგიროთი მგზავრობა ბავშვებისთვის უფასო იქნება.
ამასთან „არგოს“ ინიციატივით საბაგიროზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სიურიზი ელოდება. უნალექო ამინდის შემთხვევაში 12:00–დან 15:00 საათამდე ბავშვების გასართობი პროგრამა გაიმართება, სადაც მიწვეულნი იქნებიან ზღაპრის გმირები და ჯამბაზები.
გარდა ამისა, ბავშვებისთვის მოეწყობა მინი დისკო, კარაოკე, სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური თამაშები.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა