თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

ბათუმში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტი შესაძლოა 1937-1938 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირებს ეკუთვნით

amarcxebi

ბათუმში საპატრიარქოს მიერ აღმოჩენილი 150-მდე ნეშტს სინჯები აუღეს. წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ნეშტები სტალინური რეპრესიების დროს,  1937-1938 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირებს ეკუთვნით. ისინი ორი წელია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ინახება, თუმცა ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი წელს, აპრილში გახდა.

დნმ ანალიზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო აგროვებს, რომელთანაც ხელშეკრულება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა. სამუშაოები სავარაუდოდ დღეს უნდა დამთავრდეს. თუმცა დნმ-ის ნიმუშების შედარებას, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, იქნება თუ არა ამაში სახელმწიფო ჩართული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღებული ნიმუშები შესანახად გადაეცემა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა