თქვენი რეკლამის ადგილი
გართობა

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღონიშნება

mezgvaurta dge

25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბათუმში ეს დღე გრანდიოზულად აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. ლოკაციების ადგილებად 6 მაისის პარკი და ევროპის მოედანი შეირჩა.

ღონისძიების განრიგი კი ასეთია:

09:45 – შეხვედრა ექვსი მაისის პარკთან;

10:50 – მსვლელობა, იუნკერების საფლავის გვირგვინით შემკობა და მოწყობა მეათე ნავმისადგომზე;

11:55 – საპატიო სტუმრების სიტყვით გამოსვლა; 12:20 – ჯილდო საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

13:00 – ბათუმის სახელმწიფო აკადემიისკენ მსვლელობა;

15:00 – WISTA Georgia – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საჯარო ლექცია თემაზე „პროფესია მეზღვაური“.

ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა  დაიგეგმა. დილის  ცხრა საათიდან თორმეტ საათამდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ გამოფენას მოაწყობენ. საღამოს ექვს საათზე ევროპის მოედანზე კონცერტი ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმის ბოტანიკური ბაღიც შეუერთდება, დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე მცენარეების გამოფენა გაყიდვა მოეწყობა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა