თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

300 ათასი ბოთლი ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინო ტურისტებისთვის

rendirebuli gvinoebii

ტურისტებისთვის 300 ათასი ბოთლი ბრენდირებული სასაჩუქრე ღვინოს შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინიციატივის ავტორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

სატენდერო თანხა 1 მილიონი ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ღვინის სფეროში საქმიანობის გამოცდილება – ბოლო 6 წლის განმავლობაში და თითოეულ წელს არანაკლებ 100 000 ლიტრი ღვინის წარმოების, რომლის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

2019 წლის 18 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

ღვინის მიწოდება დაიწყება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 სამუშაო დღეში, ხოლო დასრულდება არაუგვიანეს 2019 წლის 25 დეკემბრისა.

სასაჩუქრე ღვინო საქართველოს აეროპორტებში ტურისტებს დაურიგდება.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა