თქვენი რეკლამის ადგილი
კულტურა

ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება

studio

ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

A-Studio-ს კონცერტი 27 ივლისს,ზღვისპირა კლუბ UP2U-ში უნდა ჩატარებულიყო. კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

ამ ეტაპზე კლუბის ადმინისტრაცია ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს Bob Sinclar-თან დაMoloko-სთან და გაყიდული ბილეთების მფლობელებს მათ კონცერტზე დასწრება შეეძლებათ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ,ადმინისტრაციის განმარტებით, გადახდილი თანხის უკან დასაბრუნებლად tkt.ge-ს უნდა მიმართონ.

კლუბის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.

 

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა