თქვენი რეკლამის ადგილი
კრიმინალი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა

avaria

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ამჯერად ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ტრაილერი გადაბრუნდა. დაიღუპა ტრაილერის მძღოლი. ოფიციალური ინფორმაციით, სხვა პირები ავარიის შედეგად არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა