თქვენი რეკლამის ადგილი
ბიზნესი

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

sportuli kompleqsi

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება. სპორტულ კომპლექსს ლეონიძს ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონი" ააშენებს. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" გუშინ გაიმართა. 

ახალი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება:სპორტული ტანვარჯიში; მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება.

ამ პერიოდისთვის სხვადასხვა სპორტული სახეობების ალტერნატიული დარბაზების მოწყობა უკვე დასრულებულია. სპორტული ფედერაციები თავიანთ საქმიანობას ახალ, გარემონტებულ შენობებში ახორციელებენ.

პროექტი შესრულებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით. 

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა