თქვენი რეკლამის ადგილი
ქალაქის ამბები

დღეიდან ბაქო-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება

5121

14 ივნისიდან ბაქო-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები განხორციელდება. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ-პარასკევს და კვირას შეასრულებს. მგზავრებს კი ქალაქებს შორის არსებულ მანძილის დაფარვა ამიერიდან საათნახევარში შეეძლებათ.

ბილეთების საშუალო ფასი ივნის-ივლისში 113-143 აზერბაიჯანული მანათია, დაახლოებით 182-229 ეკვივალენტი ლარში.

პირველი რეისი დღეს უკვე განხორციელდა. ვიზიტორებთან ერთად ბათუმს Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ესტუმრა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.

ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა