თქვენი რეკლამის ადგილი
ბიზნესი

ბათუმში ღამის კლუბში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

xandzari

ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა