თქვენი რეკლამის ადგილი
ტურიზმი

გომარდულზე დასვენება დეკემბრის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი

gomarduli

აჭარის კურორტ გომარდულზე  დასვენება მსურველებს დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდება. ამის შესახებ განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უკვე გააკეთა. მისი თქმით, აქციონერებს შორის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით  შეთანხმება უკვე მიღწეულია. შეთანხმების თანახმად, აქ  40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო აშენდება. გარდა ამისა, აშენდება კიდევ რამდენიმე კოტეჯი.

კურორტი 2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო ბაჟის სახით 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. 

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა