თქვენი რეკლამის ადგილი
განათლება

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

erovnulebis registracia

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა აბიტურიენტებს დღეს დილის 10:00 საათიდან მიეცათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, 2017 წლის "ცნობარი აბიტურიენტებისათვის" უკვე გამოიცა, რომლის ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. ცნობარის ელექტრონული ვერსია კი 23 დღეიდან გამოქვეყნდება.

ცნობარში შესულია 2017 წლის სიახლეები, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი და სხვა.

ცნობარს, ასევე, ახლავს ცხრილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას  უმაღლესი სასწავლებლების მონაცემების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლების ფასისა და სხვა დეტალების შესახებ.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა