თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები ისევ გამოჩნდნენ

garemovachreebi

დღეს გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე ისევ იმ ადგილას დაბრუნდნენ, საიდანაც რამდენიმე თვის წინ ისინი მერიამ იძულებით გაიყვანა. მათი ინფორმაციით, ძველი ავტოსადგურის შენობაში მომხმარებელი არ ჰყავთ და პროდუქციას ვერ ყიდიან. ამიტომ ისევ ქუჩაში ვაჭრობას იწყებენ. 

სამართალდამცველებიც იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ, კი ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ.

მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე 4 თვის წინ აიკრძალა. ისინი შესაბამისმა უწყებამ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ადგილის შეცვლას მოითხოვდნენ. დრეს კი აცხადებენ, რომ სხვა სავაჭრო სივრცეების მოსაძებნად, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა