თქვენი რეკლამის ადგილი
გართობა

ბათუმს შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში “ჯემიროქვაი” ეწვევა

jamiroquai batumi

სიახლე ჯაზის მოყვარულთათვის – ბათუმში ამჯერად JAMIROQUAI იმღერებს.  უკვე ცნობილია როდის ჩამოვა ჯგუფი აჭარაში.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს ბათუმში 28, 29 და 30 ივლისს გაიმართება. ფესტივალის მთავარი შემსრულებელი ბრიტანული ბენდი "ჯემიროქვაი" იქნება.

2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: JAMIROQUAI, JOSS STORE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOLSTLES, MR ROBOTS. ფესტივალს გახსნის CORY HENRY AND THE APOSTLES-ის კონცერტი.

ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება, კონცერტი კი, 28 ივლისს, 19.00 საათზე გაიმართება. 

"ჯემიროქვაი" 1992 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ფანკისა და აისიდ ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. მათმა კომპოზიციამ "Virtual Insanity" 1997 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა