თქვენი რეკლამის ადგილი
ტურიზმი

რუსები საქართველოში მაღალმხარჯველიან ტურისტების სიაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე არიან

mravalmxarjveliani tirustebi

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა.

აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შევა და დროებით იმოქმედებს. აღნიშნული აკრძალვა უკვე გახდა მოქალაქეების თუ ბიზნესის მხრიდან სხვადასხვა კამპანიის და აქტივობის წამოწყების მიზეზი. ამასთან, აქტიურად საუბრობენ იმაზე თუ რა შედეგს მოუტანს საქართველოს რუსეთიდან ტურისტების შემცირება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დანახარჯების მიხედვით, რუსები ერთ-ერთ ბოლო ადგილზე არიან.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ვიზიტზე ყველაზე მეტი – 3,541 ლარი ესპანეთიდაც ჩამოსულმა ტურისტებმა დახარჯეს. მას მოსდევს ვიზიტორები გაერთიანებული სამეფოდან – 3,189 ლარით; მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერტთებული შტატები – 3,047 ლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ინაწილებენ, შესაბამისად, 2,868 და 2,719 ლარით.

მაღალმხარჯველიან ვიზიტორების ათეულში ხვდებიან ასევე: იტალია (2,504); საუდის არაბეთი (2,500); საფრანგეთი (2,459); ისრაელი (2,407) და პოლონეთი (2,183).

ჩამონათვალი სულ 20 ქვეყანას მოიცავს და რუსეთი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კერძოდ, რუსი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი – 1,326 ლარი იყო. ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა: თურქეთი (923); სომხეთი (540); აზერბაიჯანი (385).

 

წყარო: https://www.bpn.ge/article/57574-rusebi-sakartveloshi-magalmxarjvelian-turistebs-shoris-ert-ert-bolo-adgilze-arian-vin-da-ramdens-xarjavs-sakartveloshi/

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა