თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის მეჩეთის მშენებლობაზე შეთანხმება ისევ ვერ შედგა

მეჩეტი

ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის ახალი მეჩეთის მშენებლობაზე შეთანხმება ისევ ვერ შედგა.  „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, მერია კვლავ მიწის ნაკვეთის სამუფთოსთვის გადაცემას მოითხოვს, რაც მათთვის მიუღებელია.

„მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია,“ – აცხადებენ „ქართველ მუსლიმთა კავშირში“.

მუსლიმმა თემმა მეჩეთის ასაშენებლად 2017 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდა, თუმცა ბათუმის მერიამ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის უფლება არ მისცა, რის გამოც სასამართლო დავა დაიწყო.

ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სასამართლო პროცესი.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა