თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

მერიასა და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით 8 ივლისს უნდა შედგეს

მეჩეტი

ახალი მეჩეთის საქმეზე სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო – მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე მერიას ახლა უკვე მეხუთე შანსს აძლევს. შეხვედრა ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით 8 ივლისს, დილის 10 საათზე უნდა შედგეს.

მომდევნო სასამართლო სხდომამდე ჯამში ორი შეხვედრა უნდა ჩატარდეს. მათ შორის გაფართოებულ ფორმატში საინიციატივო ჯგუფის, მერიის, სამუფთო სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს მონაწილეობით. ამის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლაშა კომახიძემ მას წერილობით მიმართვა.

მუსლიმმა თემმა მეჩეთის ასაშენებლად 2017 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდა, თუმცა ბათუმის მერიამ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის უფლება არ მისცა, რის გამოც სასამართლო დავა დაიწყო.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა