თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი დღეს იმართება

mezgvaurta dge

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მეორე   ნაწილი  დღეს  იმართება. საზეიმო ღონისძიებები გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა  წვიმის გამო დღეისთვის გადაიდო.

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ნავსადგურისკენ მეზღვაურებისა და საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების  მონაწილეობით მსვლელობა იწყება, მოგვიანებით კი საზეიმო  ცერემონია  მე-11 ნავმისადგომზე გაიმართება. ტრადიციისამებრ პატივს მიაგებენ დაღუპულ მეზღვაურებსაც. 

საზეწიმო ღონისძიებების არაოფიციალური ნაწილი ბათუმის ბულვარში გუშინ უკვე გაიმართა. მათ შორის – კარნავალი, პანტომიმა, ფლეშ-მობი, ქუჩის ორკესტრი და ანიმატორების შოუ. მოეწყო საზღვაო ინდუსტრიის საგამოფენო კუთხეები. ბავშვებისთვის კი გასართობი კუთხე. გარდა ამისა, გაიმართა „აწარმოე საქართველოს“ და „ინოვაციები“-ს ბენეციფიარების მიერ წარმოებული ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა.

დღის ბოლოს  კი, ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება. ანსამბლი  მაყურებლის  წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარსდგა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, „ სუხიშვილების“ კონცერტი მეზღვაურებისა და  ბათუმელების საჩუქარი იყო .  გუშინდელი საღამოსთვის „ნაციონალურ ბალეტს“ ბიუჯეტიდან   15 ათასი ლარი   გადაუხადეს.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა