თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

ბათუმის მოდერნიზებული ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ ოფიციალურად გაიხსნა

batumuri

დღეს, ბათუმის მოდერნიზებული ლუდსახარში „ლუდი ბათუმური“ ოფიციალურად გაიხსნა. ლუდსახარშისთვის ახალი შენობა-ნაგებობების აშენება და დანადგარების განახლება ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა . საწარმოში ჩეხი სპეციალისტების მიერ შემუშავებული უახლესი თანამედროვე მოწყობილობები უკვე დამონტაჟებულია.

პროექტი EU4Business-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ლუდსახარში 1951 წლიდან აწარმოებს ლუდს. „ლუდი ბათუმური“ კერძო საწარმოა, რომელსაც ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ლუდსახარშის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ბათუმის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა“. ბათუმური ლუდი ცხრა საერთაშორისო ოქროს მედლის მფლობელია. ამჟამად საწარმოში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

batumuriii

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა