თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

მოზარდებისთვის აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდის შემცველ საიტებზე წვდომა კანონით აიკრძალება

zhezgdudvebi mozardebis komp

საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.

ინიციატივა “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში შემუშავდა, რომლის ინიციატორი პარლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავმჯდომარე სოფო კი­ლა­ძე გახლავთ. პროექტის მიზანია ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა. ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.

კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დე­რებ­თან მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მსგავ­სი სა­ი­ტებ­ზე ფილტრე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­ყე­ნე­ბა სახ­ლშიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

კოდექსის პროექტის მიხედვით, ასევე აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.

კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა