თქვენი რეკლამის ადგილი
რეგიონი

ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გვირაბიიი

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო ორი დღით ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 22 მაისის 08:00სთ-დან 23 მაისის 08:00სთ-მდე, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ პერიოდში შეზღუდვა შეეხება ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებს.

შეზღდუვა დაწესდა ასევე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბშიც. 2019 წლის 29 მაისის 08:00 სთ-დან 31 მაისის 08:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის და 2019 წლის 5 ივნისის 08:00 სთ-დან 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა