თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

აჭარაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიის „მწვანე ქალაქის“ განხორციელება დაიწყო

investicia qblteshi

ქობულეთში მრავალმილიონიან ტურისტულ-რეკრეაციულ კომპლექსის „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო. კომპლექსს ჩეხური და სლლოვაკური კომპანიები – „გრინ რეზორთისა“ და „ელ & ერ“ ააშენებენ. მშენებლობაზე კი 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

კომპანიის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კაფსულა საზეიმო ვითარებაში  ჩაუშვეს. მოგვიანებით კი მათ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის პროექტი გოლფის მოედნის,  ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

კომპლექსი 180 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს. გაკეთდება საპარკინგე ადგილი 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაფრენი. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

 აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა, რომელიც სრულად დაფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით. ოფიციალური ინფორმაციით, დამშენებლობისთვის ევროპული კაპიტალის მიერ ჯამში 500 მილიონი დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა