თქვენი რეკლამის ადგილი
მსოფლიო

NASA-ს სპეციალური პრესკონფერენიცა – ახალი აღმოჩენა ეგზოპლანეტებთან დაკავშირებით

nasa

დღეს, 22 თებერვალს, ნიუ-იორკის დროით 13:00 საათზე, NASA სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც წარმოადგენს ახალ აღმოჩენებს მზის სისტემის მიღმა არსებული ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების შესახებ.  დამატებით დეტალებს NASA ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. 

მთელი სამყაროს მასშტაბით, მზის სისტემის მიღმა, ეგზოპლანეტები სიცოცხლის არსებობის მთავარი იმედია. უკვე აღმოჩენილია მრავალი ეგზოპლანეტა, რომლებიც საკმაოდ ჰგვანან დედამიწას და შესაძლოა უხვად ჰქონდეთ სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტებიც. ახალ ეგზოპლანეტათა აღმოჩენა ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა.

პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა NASA TV-ზე და სააგენტოს ვებგვერდზე.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა