⚠ ''გული მაქვს მკვდარი'' - თამაზ ელიზბარაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს



თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძაღლთა თავშესაფარი, რომელიც 18 წლის განმავლობაში ოთხფეხა მეგობრების სამსახურში იყო, მუშაობას წყვეტს.

უამრავ ადამიანს, ბიზნეს წრეებს, მთავრობას, საზოგადოებას მივმართე თხოვნით, რომ დახმარებოდნენ თავშესაფარს .

მზად ვიყავი და ვარ ჩემი კერძო ტერიტორია, ზედ არსებული შენობა ნაგებობებით , სადაც ფუნქციონირებს ძაღლების თავშესაფარი გამეჩუქებინა იმ პირობით, რომ ახალი მეპატრონე 8 წელი შეუნარჩუნებდა პროპილს, არავინ გამოჩნდა მსურველი.

დასანანია, რომ მხოლოდ 18 წელი იარსება თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა სანამ მე მქონდა ამის ფინანსური საშუალება. მაგრამ ყველაზე მეტად დასანანია , რომ ამ ქვეყანაში არც მთავრობამ, არც ბიზნესმა და არც საზოგადოებამ არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი თავშესაფარის არსებობა.

დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ 18 წლის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს ვისაც თუნდაც ერთი ნაჭერი პური ან ერთი თეთრი უჩუქებია თავშესაფარის ბინადრებისათვის.

დღეიდან 2021 წლის 22 ივნისიდან თავშესაფარი წყვეტს ცხოველთა მიღებას.

თავშესაფარში არსებული ხერხემალ გადატეხილი და ავადმყოფი ძაღლები გადაეცემა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს.

ჯანმრთელი ძაღლები კი გასტერილდებიან და სხვადასხვა ლოკაციაზე იქნებიან გაშვებული.

თავშესაფარში დარჩებიან დიდი ტანის ჯანმრთელი ძაღლები, რადგან მათი ქუჩაში გაშვება არ შეიძლება.

ამ წერილს რომ ვწერ გული მაქვს მკვდარი.

თამაზ ელიზბარაშვილი.

22.06.2021. - წერს ელიზბარაშვილი