საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა


საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა.

პირველი ტურის პირველ შეხვედრას „დინამო არენამ“ უმასპინძლა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ ლიგაში 19-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. 30- წუთზე ანგარიში თბილისელთა კარში გატანილი ბურთით გაიხსნა. 33-ე ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი სერგო კუხიანიძე გახდა. 71-ე წუთზე, ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ „სამგურალის“ კარი გიორგი გაბედავამ აიღო და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

განახლებული ჩემპიონატის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „ტორპედომ“ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი ტორპედოს კარში 78-ე წუთზე გოგა ჩაბრაძემ გაიტანა.

დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. „თელავი“ – „სამტრედია“, გორის „დილა“- „შუქურა“. ტურის ბოლო შეხვედრაში კი „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.