ინფლაციის დონე გაიზარდა - ნახეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებითმ ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის ერიოდთან შედარებით მაჩვენებელმა 5.9 პროცენტი შეადგინა. თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7%-იანი მატება.
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.0%-ით.
  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4%-ით.
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2%-ით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.5%;
  • ზეთი და ცხიმი - 3.4%;
  • თევზეული - 2.0%;
  • პური და პურპროდუქტები - 0.6%;

ფასები შემცირდა:

  • ხილისა და ყურძნის - 4.4%;
  • რძის, ყველისა და კვერცხის - 3.0%.