ბათუმის პანორამული ბორბალი


ბათუმის პანორამული ბორბალი - ბათუმის ახალი ბულვარის ერთერთი ყველაზე პოპულარული გასართობი და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი ადგილი, რომელიც არ მოიცავს ასაკობრივ შეზღუდვას და დაშვებულია ყველა ასაკის ადამიანისათვის.

55 მეტრი სიმაღლის პანორამული ბორბალი არის ერთერთი ყველაზე კარგი საშუალება ბათუმის ულამაზესი ხედებისა და შენობების დასათვალიერებლად და აღსაქმელად.

ბორბალის ერთი წრის გაკეთების ხანგრძლივობა 10 წუთია. იგი 240 ადამიანზეა გათვლილი.

პანორამული ბორბლის კონსტრუქცია ნაწარმოებია იტალიაში, ხოლო მონტაჟი შესრულებულია იტალიური ფირმა "ვიზა ინტერნეშენალ ეს ერ ელ"-ის მიერ.