ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობს


ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოს“ უახლოვდება. საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი, ჯანო ანანიძე, ამჟამად უკლუბოდაა და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობს.

ის ბოლოს, ვოლგოგრადის „როტორში“ გამოდიოდა, თუმცა მორიგ რუსულ კლუბში მისი კარიერა ცუდად წარიმართა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა კონტრაქტი გასულ წელს გაწყვიტეს.

„მქონდა შემოთავაზებები თურქეთიდან, ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მაგრამ ჯერ არსად წასვლა არ მსურს, რადგან სასურველი ფორმა არ მაქვს.

დინამო ბათუმს ვსთხოვე, რომ იქ მევარჯიშა და დამთანხმდნენ. თითქმის 2 კვირაა მათთან ვვარჯიშობ, თუმცა ერთია უბრალოდ ვარჯიში და მეორე, სრულფასოვანი კონტრაქტი. მინდა, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, თამაში მინდა. ასე რომ, მოხარული ვიქნები, თუ აქ დავრჩები, რა თქმა უნდა, თუ მადრიდის რეალიდან არ დამირეკავენ“, - განაცხადა რუსულ გამოცემასთან საუბრისას ჯანო ანანიძემ.

28 წლის ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბი გამოიცვალა, თუმცა საუკეთესო პერიოდი მას მოსკოვის „სპარტაკში“ ჰქონდა, სადაც 2009-2020 წლებში გამოდიოდა. მან „მოსკოვური“ კლუბის მაისურით 131 მატჩი ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.