ბათუმში ევროკავშირის კანონმდებლობისა და სამართლის ცოდნის გაზიარების შესახებ შეხვედრა გაიმართა



ბათუმში ევროკავშირის კანონმდებლობისა და სამართლის ცოდნის გაზიარების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული გამოცდილება დადებითად აისახება ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.

არჩილ ჩიქოვანი - ევროინტეგრაცია მიიღწევა სამართლებრივი რეფორმებითა და ეროვნულ დონეზე ევროპული პრაქტიკის დამკვიდრებით. არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის კანონმდებლობის სწავლებასა და სხვებისთვის გაზიარებას. ინფორმირებულობა ამ მიმართულებით, საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ საკუთარი სამოქალაქო ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მოხარული ვარ, რომ სამართლებრივი ცოდნის გაღმავების მიმართულებით აქტიური ნაბიჯები იდგმება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ძალზე მჭიდრო და პოზიტიურია, მსგავსი აქტივობები კი, კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს შემეცნებისა და შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესს.

შეხვედრა ერაზმუს + ჟან მონე პროექტ „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა, რომელსაც საჯარო მოხელეები, სტუდენტები, უნივერსიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.