თორნიკე რიჟვაძე და კელი დეგნანი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ



ბათუმში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წლის ანგარიშის წარდგენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.

„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი რეგიონისთვის, ამ ქალაქისთვის. პანდემიის მიუხედავად, მთელი 2 წლის განმავლობაში ყველა შესაბამისი ორგანიზაცია და კერძო სექტორი განსაკუთრებით ემზადებოდა ტურისტების მიღებისთვის. ჩვენ ერთიანი, კოლექტიური ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ის ნეგატიური ეფექტი და ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე.