ბათუმში ჟურნალისტებმა ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მდუმარე აქციით მიაგეს



„ლექsosთვის“, „ძალადობა უნდა დასრულდეს“ - ამ მოწოდებით გაიმართა ჟურნალისტების მდუმარე აქცია ბათუმში. მედიის წარმომადგენლები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მოძალადეების დასჯა მოითხოვეს. გაიხსენეს 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დააკისრეს.

„50-ზე მეტი ჟურნალისტია ნაცემი, მსგავსი არაფერი მახსოვს. მივმართავ ყველას, ნუ დაუშვებთ, რომ ჟურნალისტები გახდნენ დევნის ობიექტები. ეს მიიღებს შეუქცევად სახეს, ჩვენი პროფესიის გაქრობის ფონზე არავის მოუნდება ამ ქვეყანაში ცხოვრება. ძალიან საშიშია მსგავსი ტენდენციები, რაც ახლა ხდება. ნუ გვდევნით, ნუ გვცემთ და წინასწარ განაჩენს ნუ გამოგვიტანთ როცა გარდავიცვლებით“, - განაცხადა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.