ერთი წელი ილია ფილფანის გაუჩინარებიდან - უშედეგო გამოძიება გრძელდება


12 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა. გამოძიება მთელი ეს დრო მიმდინარეობს, მაგრამ უშედეგოდ.

"ხელჩასაჭიდი კონკრეტულად ილია ფილფანის საქმეზე არაფერი არ არის. ერთი წელი შესრულდა ზუტად გუშინ, არაფერი არაა ამოღებული არც ველისპედი, არც ტანსაცმელი, არანაირი ისეთი ინფორმაცია არ გვაქვს რომ ვიცოდეთ ეს ბავშვი ცოცხალია, სად იმყოფება.

საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა 20 წლის წინათ ბაბუამისიც, ისიც სახლიდან გავიდა და მის შემდეგ მის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. არც ის იციან ცოცხალია, გარდაცვლილია რა ვითარებაში გაუჩინარდა, ხელწერა ფაქტობრივად იგივეა", - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, დიმიტრი ნოზაძე.