საქართველოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა


თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.

საავადმყოფოს დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ჩვილი კორონავირუსის დელტა შტამით იყო ინფიცირებული და ის კლინიკაში 1-ლ ივლისს შეიყვანეს.