შეიძლება საწოლფონდის პრობლემა შეიქმნას - თამარ გაბუნია განცხადებას ავრცელებს


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სწრაფად გაიზრდება, ქვეყანა საწოლფონდის პრობლემის წინაშე დადგება.

"დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ჩვენ გვაქვს დაახლებით 2 000-მდე შემთხვევა, 18 ათასი აქტიური შემთხვევაა მიმდინარე პერიოდში და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს. თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა შემდგომი მატება და თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია საწოლფონდის კუთხით პრობლემები შესაძლებელია შეიქმნას", - ამბობს თამარ გაბუნია.