გახდება თუ არა ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო - ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს


NCDC-ს დირექტორის განცხადებით, ''მოსახლეობა მოშვებულია'' და შესაძლოა, რომ პირბადის ტარება ღია სივრცეში ისევ სავალდებულო გახდეს.

"მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ მიმდინარეობს, დღეს გადაწყვეტილება იქნა, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს. პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანი, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება, დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა",- თქვა ამირან გამყრელიძემ.