ოპოზიციურ ლიდერს იგივე რომ გაეკეთებინა, ნებისმიერ ტელევიზიაზე უკვე გამოძიება იქნებოდა დაწყებული - ხათუნა სამნიძე წულუკიანის ქმედებაზე



ხათუნა სამინიძის განცხადებით, ვინმეს ოპოზიციიდან იგივე რომ გაეკეთებინა, რაც ''კულტურის მინისტრმა'' გუშინ გააკეთა, გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა. მისივე განცხადებით, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სიტუაციასა და მედიაზე თავდასხმებს ადეკვატურად აფასებს.

"სამარცხვინოა და ძალიან სახიფათოა, ვინმეს ოპოზიციური პარტიებიდან, ოპოზიციურ ლიდერს იგივე რომ გაეკეთებინა, ნებისმიერ ტელევიზიაზე უკვე გამოძიება იქნებოდა დაწყებული და უკვე წარმომიდგენია, რა ვითარებაც იქნებოდა. მაგრამ ჩვენ არ გვყავს ასეთი საგამოძიებო უწყებები, არ გვყავს ასეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სიტუაციას ადეკვატურად აფასებს და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უხსნის ხელ-ფეხს ყველა იმ მოძალადეს, რომელსაც სურს, თავს დაესხას ჟურნალისტებს", - თქვა ხათუნა სამნიძემ.