მოტოციკლი მოუცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა - ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა



ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე - გარდაცვლილია 35 წლის მოტომრბოლელი

თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლი სავარაუდოდ, უამინდობის გამო მოცურდა. მძღოლმა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

მიღებული დაზიანებებით, კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.