ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში დღეს იხსნება



დღეს ტოკიოში ოფიციალურად იხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები. ცერემონია თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ოფიციალურად 2021 წლის ზაფხულის თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება, პარაოლიმპიური თამაშები კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.

ოპლიმპიადაში მონაწილეობას 200-ზე მეტი ქვეყნის, 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. მათ შორისაა საქართველოც.