''pfizer''-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება - ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს



დღეიდან, 23 ივლისიდან საქართველოში "ფაიზერის" მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება.

"მივმართავთ თხოვნით, რომ Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა, აქ რა თქმა უნდა ჩვენ ვაძლევთ მოქნილობას ჩვენს მოქალაქეებს და მათ, ამ ჯავშნის მიღების შემდეგ, ექნებათ საშუალება შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა უბრალოდ შედარებით მოგვიანებით", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.