იწყება მედიაზე ძალადობის ახალი ტალღა - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება



"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საქციელი პირდაპირი სიგნალია, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.

"ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება, ღიად პირდაპირ და აბსოლიტურად ცინიკურად.

ოთხივე მიკროფონი მიჭირავს იმიტომ, რომ ჩვენი მიკროფონის წართმევა იყო სრულიად პირობითი, მის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო "ფორმულას" მიკროფონი, "ტვ პირველის" მიკროფონი, "კავკასიის" მიკროფონი, ჩვენ დღეს ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი, 24-საათაინი შეტევის ქვეშ, ჩვენი პროფესბული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ. [...]

ქალბატონი წულუკიანის საქცეილზე კომენტარი ძალიან მძნელდება, მისგან მოულოდნელი, მე განსაკუთრებით, არაფერი მეგონა, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი, როგორც მის უკან მდგომი ორკების მთავრობა არის ყველაფერზე წამსვლელი, ეს ფაქტი არ არის სასაცილო, ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ დიახ, იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა", - თქვა ნიკა გვარამიამ.