ეს ძალადობა არ იყო, პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს - ''ოცნების'' დეპუტატი წულუკიანის მიერ ''მთავარი'' არხის მიკროფონის მოპარვას ეხმაურება



"ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ "მთავარის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.

"არ უნდა დადგეს. ძალიან გთხოვთ, თქვენ თავს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ჟურნალისტები. [...] ძალადობას არასდროს არ ვამართლებ, არავის მხრიდან, არანაირს. არც ამას, რაც ძალადობის მაგვარია ეხლა", - უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს.