თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა...- გავრცელებული ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს



ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მასზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და თუ ძალიან უნდათ მისი გადადგომა, მზად არის თავისი ადგილი სხვას შესთავაზოს. ამასთან ერთად, ''მთავარი'' არხის ინფორმაციით, NCDC-ს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს.

"ასეთი რამე ვთქვი?! ვთქვი ეგეთი რამე?! ჩემზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ, თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ. თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.