გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარში დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა, ინდური შტამია



ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი უკვე "დელტა შტამზე" მოდის.

"დელტა შტამზე ჩვენ შეფასებითი მაჩვენებლებით ვსაუბრობთ, 30-დან 40%-მდეა, მაგრამ ძალიან ხშირია. იგივე ლუგარში თითქმის ნახევარი, მაგრამ მარტო ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ, ლუგარში დადებითი შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი დელტა არის უკვე", - თქვა ამირან გამყრელიძემ.