ხვალ ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება



16 აპრილს ბათუმში, პიაცას მოედანზე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

20-ზე მეტი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.

დასაქმების ფორუმის მიზანია აჭარაში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. ამ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.