ბათუმი „France 5“-ის ობიექტივში მოხვდა


პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის „Echappées Belles“ გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი და ბოტანიკური ბაღი გადაიღო. რის შემდეგაც გადაღებები ხულოში, სოფელ თაგოში გაგრძელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეიტინგული ტელეკომპანიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებზე 90-წუთიან გადაცემას ამზადებენ, რომლის ნახვაც მაყურებელს ივნისში შეეძლება.

აჭარის გარდა გადაღებები თბილისში, მცხეთაში, ანანურში, ვარძიასა და ქუთაისში მიმდინარეობდა.