განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას



სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური
ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან -
ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე, ყველა
ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური
ჰოლოგრამით იყიდება.

სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In
აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩააბაროთ
ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და შეიძინოთ სამსუნგის Galaxy S21
სერიის ფლაგმანები კიდევ უფრო განსაკუთრებულ ფასად. 1 სექტემბრიდან, კი
აქციაში უახლესი კეცვადი სმარტფონები Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის
ჩაერთვებიან და წინასწარი შეკვეთის პერიოდში Trade-In საშუალებაც გექნებათ.
Trade-In პროცესი მარტივია. საკმარისია მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი
სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის,
აკუმულატორის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობისა და სხვა მონაცემების
დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ მას (300₾-დან 4,499₾-მდე) და გადმოგცემენ
ფასდაკლების ვაუჩერს თქვენი სასურველი ფლაგმანის შესაძენად.

გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ ოფიციალური Galaxy
S21 და Note20 სერიის შეძენისას. თქვენ საჩუქრად უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი
გარანტიაც გადმოგეცემათ - რაც გულიხსმობს, 1 წლის განმავლობაში
დაზიანებული ეკრანის შეცვლას, მხოლოდ მომსახურების ფასად; Galaxy S21
სერიის ტელეფონები დამატებით 1 წლიანი გარანტიით, ანუ ჯამში 2 წელი
გარანტიით არის უზრუნველყოფილი;
გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს! და გასაჩუქრებს..