კრისტიენ ერიკსენი საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს


დანიის ნაკრების ფეხბურთელი, კრისტიენ ერიკსენი საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს.

"მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა თქვენი თბილი და გასაოცარი მოკითხვისა და მესიჯებისთვის, რომელიც მთელი მსოფლიოდან მივიღე. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს.

მიუხედავად ყველაფრის, კარგად ვარ. კვლავ უნდა გავიარო კლინიკაში მკურნალობა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ.

ახლა მომდევნო მატჩებში, დანიის ნაკრებში ბიჭებს ვგულშემატკივრობ. ითამაშეთ ყველა დანიელისთვის.

საუკეთესო სურვილებით, კრისტიანი.",- წერს ფეხბურთელი.