გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა


გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.

პარტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დღეს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატოში.

ამასთან, ისინი შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.