პირადი ცხოვრების ჩანაწერებს ნაცმოძრაობა აგროვებდა - ვოლსკი



გია ვოლსკის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს "ნაციონალური მოძრაობა" აგროვებდა.

"თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო "ნაცმოძრაობა. ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა და ერთადერთი რაც მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული, არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებების და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ეს ფაილები არსებობს, ეს ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას",- თქვა გია ვოლსკიმ.