მეუფე ნიკოლოზი სკანდალურ აუდიოფაილებს ეხმაურება



ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სუს-ის აუდიოფაილებში მასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე საუბრობს.

"ჩემზეც რაც გავიგე უკვე, რა მასალაც არის. ოდნავ მაინც თუ მიცნობს ადამიანი, ჩემს გარშემო ვინ არსებობს, რა ადამიანები, უცხოელები მათ შორის, ყველამ იცის, არ ვმალავ მე არაფერს საერთოდ... გავრცელება ეს არის საშინლად ნეგატიური ამბავი, ცუდი რამეა და ხალხზე ცუდად მოქმედებს.

რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილს, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. რაც შეეხება იმ პიროვნებას რუსეთზე ეხლა, თუ იმ ადამიანზეა ლაპარაკი, ის ჩემი ოჯახის წევრია ლამის. ხათუნასთან ვმეგობრობ, კიდე იქ სხვა ადამიანიაც იყო დასახელებული, კიდევ ახლა იმასთან ვმეგობრობ და პირდაპირ ენაზე მოგადგება, რომ ამისგან ინფორმაციას ვიღებ და იმას ვაძლევ, აი რატომ? მე ჩემი სამშობლოს მოღალატე ვარ თუ რა? თუ ეს მართლა სერიოზული რამეა, მაშინ ჯერ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. თუ აღიძრება სამშობლოს ღალატის მუხლით, მე ვითანამშრომლებ. არ ვიცი კიდევ ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ თუ დამისახელებთ სახელებს და გვარებს მე დაგიდასტურებთ. მიხეილ მაჭავარიანი ასევე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ახლო ადამიანია", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.