თქვენი რეკლამის ადგილი
კულტურა

პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი წელს უკვე მესამედ გამოცხადდა

petraaa

პეტრას ციხის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი წელს უკვე მესამედ გამოცხადდა. შესყიდვის ღირებულება კი კვლავ 1 მილიონ 750 ათასი ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 30 ივნისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მათ შორის: ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო და ზღვის მხარეს მინის მოაჯირი.

რაც შეეხება მოთხოვნას, სააგენტო მონაწილე კომპანიებისგან მოითხოვს – 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

ცნობისთვის, პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული წინა ორი ტენდერი სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა. თებერვალში გამოცხადებული ტენდერი თავად სააგენტომ შეწყვიტა. აღნიშნული ტენდერის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოშიც უჩივლა. რაც შეეხება აპრილში მეორედ გამოცხადებულ ტენდერს, პრეტენდეტ კომპანიას სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა